ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ინკლუზიური განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის მულტიდისციპლინური გუნდის 40 წევრს მადლობის სიგელები გადასცა.  ეს ადამიანები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასებას ახდენენ და  მათ საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტურად ჩართვას უზრუნველყოფენ.

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ინკლუზიური განათლების დანერგვის გზით, ყველასათვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სივრცის  შექმნა წარმოადგენს. სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს მასშტაბით 11  მულტიდისციპლინური გუნდის არსებობა. თბილისის გუნდი 9 წევრისაგან შედგება და  დედაქალაქს ემსახურება. რეგიონალურ გუნდში  31 პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც   9 რეგიონის სამიზნე და დამატებით მუნიციპალიტეტებს ემსახურებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი პასუხისმგებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასებასა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე  პედაგოგებისა და  მშობლების კონსულტირებაზე. გუნდის წევრები ასევე საჭიროების შემთხვევაში  მასწავლებლებისთვის ტრენინგებს ატარებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე