ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურებმა და მოსწავლეებმა “ნატახტარის” ქარხანა დაათვალიერეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა და №151, №43, №2, №157 და № 22  საჯარო სკოლის მოსწავლეები  "ნატახტარის"  ქარხანას ესტუმრნენ. მანდატურები და მოსწავლეები  ერთად გაეცნენ ლიმონათის წარმოების, ჩამოსხმისა და შეფუთვის სპეციფიკას, დაათვალიერეს ლუდსახაში ქარხანა, გაეცნენ  წარმოების ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას.

აქციის ფარგლებში მოსწავლეებს კომპანია „ნატახტარისგან“  საჩუქრად   ლიმონათის ბოთლები და სერთიფიკატები გადაეცათ.

მანდატურის სამსახური მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს. მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე.

სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ  მანდატურის სამსახურის არსი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე