ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბირთვული კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია “ცერნთან” მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება, სადაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია “ცერნს” შორის.

ხელშეკრულების ფარგლებში ქართველი მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას ცერნში მიმდინარე სამეცნიერო ექსპერიმენტებში და საერთაშორისო კვლევებში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებისთვის და ამ მიმართულებით მოღვაწე მეცნიერების საქმიანობის ხელშეწყობისთვის.

ხელშეკრულებას დიმიტრი შაშკინთან ერთად ხელი მოაწერეს “ცერნის” გენერალურმა დირექტორმა რალფ ჰოიერმა და ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორმა ვიქტორ მატკეევმა. შეხვედრისას შეთანხმდნენ ქართველი მეცნიერების ხელშეწყობისთვის გაცვლითი სამეცნიერო პროგრამების შექმნაზე, რომლის მიხედვითაც ცერნიდან მეცნიერები ეწვევიან საქართველოს და ღია ლექციებს ჩაუტარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. აგრეთვე, ცერნში მიიღებენ სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფებს გამოცდილების ამაღლების მიზნით.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე