ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა შვეიცარიის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვეიცარიის განათლების მინისტრთან მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან გაიმართა.

დიმიტრი შაშკინმა შვეიცარიის მხარეს  საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო,  ქართული დელეგაცია კი,  იმ პროექტებს გაეცნო, რომელსაც  შვეიცარია განათლებისა და მეცნიერების  განვითარების კუთხით ახორციელებს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების გაფართოებაზე შეთანხმდნენ კერძოდ, ამოქმედდება მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ქართველ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ   მათი შვეიცარიელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარონ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროფესიული, უმაღლესი განათლებისა  და მეცნიერების განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხი. ასევე გადაწყდა, რომ მომავალ წელს შვეიცარიის განათლების მინისტრი ვიზიტით საქართველოში ჩამოვა რათა, კონკრეტულად დაიგეგმოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე