ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საჩუქარი მოსწავლეებს

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს. საბავშვო ავტორების მიერ შექმნილი რუკა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს  მათთვის გასაგებ ენაზე გააცნობს.

ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მადატურის სამსახურისა და  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.                                           

ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარის  მაია სიდამონიძის ინიციატივით, საბავშვო-ანიმაციური რუკა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს  გადაეცემა.

მაია სიდამონიძის განცხადებით, ანიმაციური რუკებით მოზარდებს წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოს გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, კულტურულ ძეგლებზე და ტურისტულ აქტივობებზე, რაც მათ მოგზაურობის სურვილს ადრეულ ასაკშივე გაუჩენთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე