ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საახალწლო საჩუქრები სმენადაქვეითებულ ბავშვებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ცნობილ ტელეწამყვანებთან დუტა სხირტლაძესა და შორენა ბეგაშვილთან ერთად, ქუთაისის №42 ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვივნენ და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

სტუმრებმა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საჩუქრად ტელევიზორი, ტკბილეული და სხვადასხვა სათამაშოები ჩაუტანეს, მათთან ერთად საახალწლო ზეიმს დაესწრნენ და სკოლის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერეს.

ქუთაისის №42-ე ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონში სულ 38 ბავშვი სწავლობს. სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უკვე მეორე წელია  ამ სკოლაზე პატრონაჟი აქვს აღებული, ცენტრის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ   სკოლის აღსაზრდელებს და მათ საჭირო ნივთებით ასაჩუქრებენ. გარდა ამისა, ცენტრი სკოლას სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაშიც ეხმარება.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე