ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ერისიმედში ახალი სკოლა აშენდება

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა იწყება. ტერიტორია, სადაც ახალი სკოლა აშენდება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ ერისიმედის 100-მდე მოზარდი 25 წლის განმავლობაში არასტანდარტულ, ბაგა-ბაღისთვის განკუთვნილ ავარიულ შენობაში სწავლობდა. სოფლის მოსახლეობის ეს  დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრება. ახალი სასწავლო წლიდან ერისიმედის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ.

სოფლის სკოლას თანამედროვე გათბობის სისტემა და საკუთარი ჭაბურღილი ექნება. სკოლაში ასევე დამონტაჟდება საკუთარი დენის წყარო, რაც ამ სკოლის მოსწავლეებისთვის უწყვეტი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარანტია იქნება.

ერისიმედის საჯარო სკოლა  თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება, სკოლას ასევე ექნება ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი, სადაც ბავშვები სპორტის რამდენიმე სახეობაში ივარჯიშებენ.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე