ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი და  საქართველოში ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული  მამა ფილიპო ჩამპანელი 25 დეკემბერს აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს   ეწვივნენ,  ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. დიმიტრი შაშკინმა ოჯახის ორ წევრს, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლევან და ბექა აფრიამაშვილებს დიდი ხნის ნატვრა აუსრულა და ისინი  პორტატული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

ლევანი და ბექა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები არიან,  ბექა კარგად სწავლობს და სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონკურსებშიც არის ჩართული, იგი ერთ-ერთი მათგანის ”მე მიყვარს ჩემი პოლიცია” გამარჯვებულია. იგი კარგად ხატავს და ხშირად გამოფენებშიც მონაწილეობს.

ლევან აფრიამაშვილი სპორტითაა გატაცებული, იგი თანატოლებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში არაერთი ჩემპიონატის პრიზიორია, უყვარს კითხვა, სურს გახდეს ცნობილი და წარმატებული სპორტსმენი.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე