ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგარეჯოს რაიონში ახალი სკოლა შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში  ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

სოფელ შიბლიანის მოზარდები 1960 წლიდან არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. ვინაიდან ძველი სკოლის შენობა სეისმურად არამგდრადი და ამორტიზირებული იყო, ბოლო ოთხი წელია  80-მდე მოსწავლე ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ადმინისტარციულ შენობაში აგრძელებს სწავლას.

თანამედროვე სტანდარტების სკოლა შიბლიანელ მოსწავლეებს უკვე ახალი სასწავლი წლიდან მოემსახურება. სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.

ახალ სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სიტემა, საბუნებისმეტყველო  და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით, უწყვეტი ინტერნეტი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ინფრასტუქტურის კეთილმოწყობას გააგრძელებს ახალი წლიდან საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლა აშენდება, გარემონტდება და თანამედროვედ აღიჭურვება.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე