ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტმა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაასაჩუქრა

ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი - ასეთი ჯილდოებით დაბრუნდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთიდან. ინფორმატიკაში მოპოვებული გამარჯვებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მე-11 კლასელ ჯიმშერ სხირტლაძეს, მე-10 კლასელ ნიკა ნადირაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს საჩუქრად IPAD-ები გადასცა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოსწავლე პრეზიდენტის ინიციატივით სტატუსაღდგენილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები არიან.

2008 წლიდან ბულგარეთის ქალაქ შუმენში ინფორმატიკაში მოსწავლეთა ”შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადა” ტარდება. წელს პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ოლიმპიადაზე საქართველოს   სამწევრიანი  ოლიმპიური ნაკრები გაემგზავრა.

ოლიმპიადაში  ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთის, ხორვატიის, მოლდავეთისა და საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები წელს პირველად გაემგზავნენ ამ ტურნირზე,  ბრწყინვალე  გამარჯვება  მოიპოვეს, მათ მსოფლიოში  უძლიერესი გუნდები დაამარცხეს. 

ნიკა ნადირაძემ შუმენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. იგი  საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, 2011 წლის იანვარში  მან სომხეთში  გამართულ სახელმწიფოთა შორის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო. ნიკა ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობს სამინისტროს მიერ ინიცირებულ სასკოლო ოლიმპიადებში.

შუმენში ოქროს მედალი აიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკოლოზ სვანიძემაც. იგი სომხეთის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 2010-2011 სასწავლო წელს ფიზიკის სასკოლო ოლიმპიადაში  მეორე ადგილი მოიპოვა.

ბრინჯაო აიღო 14  წლის  ჯიმშერ  სხირტლაძემ, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის,  ოთხი წლის ასაკში შევიდა სკოლაში და ამჟამად, მე-11 კლასში სწავლობს. ჯიმშერმა  2010-2011 სასწავლო წელს სასკოლო ოლიმპიადაზე მათემატიკასა და ინფორმატიკაში მეორე ადგილი მოიპოვა. 2011 წლის იანვარში ყაზახეთში - ჟაუტიკოვის  სახელობის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აიღო, წელს გაზაფხულზე როგორც ეროვნული ნაკრების ყველაზე პატარა წევრი იგი ტაილანდში გამართულ  საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით სამინისტრო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომლის მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად იზრდება წარმატებულ მოსწავლეთა რიცხვი და მიღწეული შედეგები. სამინისტრო ასევე წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარგზავნას ითვალისწინებს და საიდანაც ჩვენი ნაკრებების წევრები მაღალი შედეგებით, შესაბამისი მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან. წარმატებული მოსწავლეების წასახილებას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე