ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ”იმედის გმირს” ფერეიდნელ ქართველ საიდი მულიანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ტელეპროექტ ”იმედის გმირების” გამარჯვებულს, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორს, ქართველოლოგ საიდი მულიანს შეხვდა და მის მიერ ფერეიდანში დაარსებული ქართული საკვირაო სკოლისათვის ქართული სახელმძღვანელოები და ნეტბუკები გადასცა.

საიდი მულიანი  400 წლის  წინ სპარსეთში  გადასახლებული ქართველების შთამომავალია, დაიბადა და ცხოვრობს ირანში ფერეიდუნშაჰრში (ფერეიდანი), რომელსაც ქართულ  მარტყოფს ეძახიან. მან   ფერეიდანში   საკვირაო სკოლა დაარსა, პირველი ქართულ-ირანული დედაენა შექმნა და ბავშვებს   ქართულ ენას ასწავლის.

”იმედის გმირი” დღეს  ირანში ქართული ენის და კულტურის პროპაგანდას  ეწევა. 

ავტორია  წიგნის ”ქართველთა როლი ირანის ისტორიაში,  კულტურასა და  ცივილიზაციაში”,  რომელიც ისპაჰანის უნივერსიტეტში  წლის  წიგნად აღიარეს. ამჟამად წიგნის ქართულად თარგმნაზე  მიმდინარეობს მუშაობა. საიდი რეგულარულად გამოდის  კონფერენციებზე, ეწევა სამეცნიერო მუშაობას, როგორც  ისტორიკოსს დაცული აქვს სამეცნიერო ხარისხი. წერს  ლექსებს ქართულად.  ყავს  მეუღლე  ირინე და  შვილი ტარიელი,  რომელიც  ქართულ ჯარში სამსახურზე ოცნებობს.

საიდი მულიანს ფილარმონიაში გამართულ ”იმედის გმირების”  დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სახელით 1000 ლარი გადაეცა. ამავე დღეს სამინისტროს სახელით 1000-1000 ლარი გადაეცათ ”იმედის გმირებს” მასწავლებლებს მარიამ ხუცურაულსა და მარიამ ჩხაიძეს.

სამინისტრომ ტელევიზორებით დაასაჩუქრა იმედის კიდევ სამი გმირი შადი ჰადადი, თორნიკე ფანიაშვილი და თამარ გავაშელაშვილი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვსივე რჩეული თავიანთი საქმიანობით მომავალი თაობის აღზრდას, მათ განათლებასა და ხელსეწყობას ემსახურება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე