ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თხზულებების კონკურსის ”ჩემი ცხოვრების მიზანი” გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსი ერთ ეტაპად ორ ასაკობრივ ჯგუფში, VII-IX და X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სკოლების 100 000-მა მოსწავლემ მიიღო. ორ ასაკობრივ ჯგუფში სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა, მათ ფულადი პრიზები და სიგელები გადაეცათ, ჟიურის  გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზით - პორტატული კომპიუტერით  მე- XI კლასელი ანდრია ილინი დასაჩუქრდა.

კონკურსი ”ჩემი ცხოვრების მიზანი” ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა და მისი  მიზანი იყო მოსწავლეებს, როგორც ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ გაეაზრებიათ და ჩამოეყალიბებინათ საკუთარი ცხოვრების მიზანი. კონკურსი გათვლილი იყო  VII-XII კლასის მოსწავლეებზე, რადგან ამ ასაკში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ზუსტად ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მისწრაფებები, მიზნები და შესაძლებლობები.

მოსწავლეთა დაინტერესებისა და მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით, სამინისტრო სისტემატიურად ატარებს ანალოგიურ კონკურსებს. ყოველწლიურად იზრდება სასკოლო კონკურსების მონაწილეთა რაოდენობა. წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე