საახალწლო საჩუქრები მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს

საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი ტრადიციულად
საახალწლოდ განსაკუთრებული
საჭიროების მქონე მოსწავლეთა №200 სკოლა-პანსიონის
აღსაზრდელებს ეწვია. პოპულარულ
წამყვანთან დუტა
სხირტლაძესთან ერთად მინისტრმა მოზარდებს საახალწლო საჩუქრები და
ტკბილეული მიუტანა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გულთბილი შეხვედრა
მოუწყვეს და საახალწლო წარმოდგენა გაუმართეს.
№200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 162 მოსწავლე სწავლობს, მათგან 124 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. არიან მოზარდები, რომელთაც თავისუფლად გადაადგილების პრობლემები აქვთ, აქედან გამომდინარე, გასულ წელს საახალწლოდ დიმიტრი შაშინმა მათ საკუთარი სასკოლო ადაპტირებული ავტობუსი გადასცა.
№200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებზე და ზოგადად ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებათა ბინადრებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტია, ეს ბავშვები არასდროს რჩებიან ყურადღების მიღმა მითუმეტეს, განსაკუთრებულ დღეებში.
Video


