ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის საახალწლო საჩუქარი

თბილისის №10 საჯარო სკოლის, სოციალურად დაუცველ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ბერძენიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი მიულოცა. მინისტრმა გიორგის საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა და ამით ყველაზე დიდი საახალწლო სურვილი აუხდინა.

გიორგი თავისი თანატოლებისგან განსხვავებით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია და ეტლით სარგებლობს.  მიუხედავად ამისა, იგი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში სწავლობს, სადაც ყველა პირობა აქვს შექმნილი მიიღოს სრულყოფილი განათლება. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გიორგი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობს.

გიორგი ბერძენიშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მან უკვე აირჩია მომავალი პროფესია. სკოლაში სწავლის პარალელურად მან პროფესიული კოლეჯი დაამთავრა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს დაეუფლა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა განათლების მიმართულებით. დღეს თითქმის ყველა ბავშვი მისი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის მიუხედავად, განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობითაა უზრუნველყოფილი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე