ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ახალი წელი უცხოელ მოხალისე მასწავლებელს მიულოცა

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლის უცხოელ მოხალისე მასწავლებელს ბრიტანი თოლარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახლში ეწვია და ახალი წელი პირადად მიულოცა.

ბრიტანი თოლარი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხს ფლობს, აქვს მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, საქართველოში პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში გასულ წელს ჩამოვიდა და საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ასწავლის.

მოხალისე პედაგოგი ჩართულია როგორც სასკოლო ისე, კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზებაში. მისი გაკვეთილები ინტერაქტიურობით გამოირჩევა, კარგ შედეგებს აღწევენ ბრიტანი თოლარის მოსწავლეებიც. ამერიკელი მოხალისე  დიდი სიყვარულით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაშიც, იგი მათ სკოლიდან თავისუფალ დროს ინგლისური  ენის დაუფლებაში ეხმარება.

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელს ახალი პროექტის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ("Teach and Learn with Georgia") განხორციელება დაიწყო, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სწავლების განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის წარმატებით განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისათვის, რადგან ისინი ინგლისური ენის უკეთ დაუფლების კვალდაკვალ, აქტიურად ეცნობიან და იზიარებენ დასავლურ ღირებულებებსა და კულტურას.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე