ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა 2012 წელი გარდაბანში მოღვაწე მოხალისე პედაგოგს მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელს თეონა აბულაძეს ოჯახში ეწვივნენ და ახალი წელი პირადად მიულოცეს.

ახალგაზრდა მოხალისე მასწავლებელი ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს და ქართული ენის დაუფლებაში 700-მდე აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეს ეხმარება. თეონა აბულაძემ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის კლუბი დაარსა და ყველა მსურველს, მათ შორის აბიტურიენტებსაც   სახელმწიფო ენას ასწავლის. თეონა ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში და ამით ცდილობს  ქართველი და აზერბაიჯანელი თანატოლები დაამეგობროს.

თეონა აბულაძე სამართალმცოდნეა და ბაკალავრის ხარისხს ფლობს, მას დაგეგმილი აქვს ისარგებლოს შესაძლებლობით და სწავლა მაგისტრატურაში უკვე პედაგოგიკის განხრით გააგრძელოს.

პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა და  იგი  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებაზეა ორიენტირებული. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება. მოხალისეები ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობენ, თანამშრომლობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან და გაკვეთილებს ბილინგვური მეთოდით ატარებენ.

პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.

 

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე