ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა შობა ინგლისური ენის მასწავლებელს მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი  გადასცა.

მაია ქემოკლიძე იმ 20 წარმატებულ პედაგოგს შორისაა, რომლებსაც სამინისტრო რამდენიმე დღეში მეთოდურ სასწავლო სტაჟირებაზე ინგლისში, ნოტინგჰემის უნივერსიტეტში გაგზავნის.  ახლაგაზრდა პედაგოგი 13 წელია 173-ე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ასწავლის, მისი გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესოა, განსაკუთრებული ენთუზიაზმით იგი პირველკლასელებთან მუშაობს.

მაია ქემოკლიძემ მოიძია და თავად შექმნა ელექტრონული გაკვეთილების სხავდასხვა ვერსიები, ამით მან კიდევ უფრო გაამდიდრა და საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი, მალე მის მიერ შექმნილი ელექტრონული გაკვეთილები ბუკებში ჩაიტვირთება და ყველა პირველკლასელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაია ქემოკლიძე ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მოსწავლეს და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებს, იგი აქტიურად თანამშრომლობს პირველკლასელთა მშობლებთანაც. მაია ქემოკლიძე ასევე წარმატებულად ასწავლის უფროსკლასელებს, თითოეული კლასისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე  დაყრდნობით, შექმნილი აქვს სილაბუსები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განათლების სისტემაში მოღვაწე წარმატებულ ადამიანთა გამოვლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, გამორჩეულ პედაგოგთა წარმოჩენა და  სხადასხვა ფორმით მათი წახალისებაა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე