ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”კახეთის განვითარების პროექტში” პროფესიული კოლეჯი ”აისი” ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.

კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამსაქმებლები მონაწილეობდნენ.

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი ”აისი” საქართველოში ტურიზმის სფეროს კადრების მომზადების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ”კახეთის განვითარების პროექტში” კოლეჯი აქტიურად ჩაერთვება და ყველა საჭირო პერსონალს ადგილზე, კახეთშივე გადაამზადებს.

კონფერენციის ფარგლებში, პროფესიული კოლეჯის ”აისი” სტუდენტებმა სტუმრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს კოლეჯის ბაზაზე აგრო ტურიზმის მიმართულებით ცოცხალი პროცესი  აჩვენეს.

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორია. აქვს რამდენიმე ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები, ავტოსარემონტო სახელოსნო და ღვინის სახლი, პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილი და აღჭურვილი სახელოსნოები.

კოლეჯში ტურიზმის განხრით არაერთი პროგრამა ხორციელდება: გიდი (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ოპერატორი), სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, მიმღებ-რეცეფციონისტი და სხვა.

ამ ეტაპზე კოლეჯში 300 სტუდენტი იღებს პროფესიულ განათლებას.  200-მდე სტუდენტი სარგებლობს პროფესიულ კოლეჯის საერთო საცხოვრებლით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულების დასაქმების სურვილს  პარტნიორი კომპანიები ,,ავანგარდი”,   ,,თელიანი ველი”,  ,,შუხმან ვაინ ჯორჯია”,  ,,საქართველო მარანი”, კორპორაცია ,,ქინძმარაული”,  კაჭრეთში მდებარე სასტუმრო ”ამბასადორი”, ასევე კახეთის სხვადასხვა  სასტუმროები გამოთქვამენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე