ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეთა მეორე ნაკადს შეხვდა.

პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფო ენის სწავლებაზე ორიენტირებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რაიონების არაქართულენოვან სკოლებში მოხალისე ქართული ენის პედაგოგების გაგზავნა წარმოადგენს.

შერჩეული 150 პედაგოგი სექტემბრიდან უკვე ასწავლის სკოლებში, მათ რიგებს ახალი 160 პედაგოგი შეემატება. მოხალისე პედაგოგების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რეგისტრაცია 700-მდე კანდიდატმა გაიარა, ხოლო ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად  საუკეთესო 160 მონაწილე შეირჩა.

პროგრამის მონაწილეები, რეგიონებში გამგზავრებამდე სპეციალურ მომზადებას გაივლიან, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდებს გაეცნობიან. ისინი სკოლებში ქართული ენის გაკვეთილებს ადგილობრივ მასწავლებლებთად ერთად ჩაატარებენ, ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და მათაც დაეხმარებიან ქართული ენის სწავლის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, სახელმწიფო ბაკალავრის ხარისხის მქონე მოხალისე პედაგოგებს მაგისტრატურაში სწავლის ხარჯებს სრულად დაუფინანსებს. პედაგოგთა მეორე ნაკადი მუშაობას მეორე სემესტრის დასაწყისიდან შეუდგება.

მოხალისე ქართული ენის პედაგოგი უკვე ყველა არაქართულენოვან სკოლაში იქნება და ამავდროულად ორი ან მეტი პედაგოგი გაიგზავნება იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მაღალია.  

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე