ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპორტის პედაგოგები საგნობრივი გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ

სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება. ამ მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ის კრიტერიუმები, რაც ამ დისციპლინის პედაგოგებს საგამოცდოდ მოეთხოვებათ.

სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაში სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და პროგრამებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ.

ანალოგიური კომისიები შეიქმნება მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლების საგამოცდო პროგრამების შესამუშავებლად. გასულ წელს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ  სხვა საგნების მსგავსად, ამ საგნებშიც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრები მუშაობდნენ.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და  საგამოცდოდ  მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების   მასწავლებლებიც მიიღებენ.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე