ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა №126 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

126-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც წელს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები სკოლაში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებულ შენობას დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები დასჭირდა. ამ მიზეზით, მიმდინარე სასწავლო წელი 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დროებით მეზობლად მდებარე 122-ე საჯარო სკოლაში დაიწყეს და სწავლის პროცესში ხელი არ შეშლიათ.

სკოლაში ამ ეტაპზე შენობის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოები ერთდრულად მიმდინარეობს. მეორე სემესტრიდან 126-ე საჯარო სკოლაში სწავლა განახლდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი,  გაზაფხულზე გაგრძელდება და უკვე მომავალ სასწავლო წელს ამ სკოლის მოსწავლეები განახლებულ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებენ.

 სკოლაში მოწესრიგდება სველი წერტილები, გარემონტდდება და შეიღებება შენობის ფასადი, ოთხივე სართულის დერეფნები, ფლიგელები, საკლასო ოთახები, დაიგება ახალი იატაკები,  გამოიცვალება კარებები.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე