ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ანსამბლ ”Candy”-ის წევრები ინგლისში ენის კურსებზე გაემგზავრნენ

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში  ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.

მომღერალი გოგონების ჯგუფი “Candy” 10-დან 15 წლამდე ასაკის ხუთი წევრისაგან შედგება,  ერთ-ერთი მათგანი რუსთავიდანაა, ხოლო დანარჩენები თბილისელი მოსწავლეები არიან.

მიხეილ სააკაშვილმა გოგონებს საჩუქარი საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის გაუკეთა. ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ინგლისში ერთი თვის განმავლობაში ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღირშესანიშნაობებს,  გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან უცხოელ თანატოლებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე