ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა.  თბილისის №51, №24 და №10 საჯარო სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები  გადაეცათ.

კონკურსი ”ახალი წელი სკოლაში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 5 დეკემბერს მინისტრის, დიმიტრი შაშკინის Facebook-ის ოფიციალურ გვერდძე  გამოაცხადა. 14 იანვარის ჩათვლით, მასში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყველა სკოლას ჰქონდა. კონკურსის მიზანი სკოლებში საახალწლო განწყობის შექმნა და ამ პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა იყო.

კონკურსის პირობების თანახმად, პირველი გამარჯვებული Like-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული სკოლები კი კომისიის მიერ დასახელდა. 15 660 Like-ით გამარჯვებული თბილისის №51 საჯარო სკოლა გახდა. კომისიამ კი №24 და №10 საჯარო სკოლები დაასახელა. კონკურსში მონაწილეობას 500-მდე სკოლა იღებდა. მათ მიერ წარმოდგენილი ფოტოები კი დაახლოებით 200 ათასზე მეტმა Facebook-ის მომხმარებელმა შეაფასა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის თითოელ სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს, მათ მშობლებსა და Facebook-ის ყველა იმ მომხმარებელს ვინც კონკურსში ჩაერთო. სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში მიმდინარე პროცესებში მთლიანად საზოგადოება მონაწილეობს. მომდევნო ფოტო-კონკურსი, რომელსაც სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, კიდევ უფრო საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე იქნება. სამინისტრო იმედოვნებს, რომ მოსწავლეთა ჩართულობა ახალ კონკურსშიც აქტიურად გაგრძელდება.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე