ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელძღვანელოს მე-4 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-4 დონის წიგნები თბილისის 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.

ქართული ენის სახელმძღვანელო მინისტრმა  ბიბლიოთეკას უსახსოვრა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. დიმიტრი შაშკინმა სახელმწიფო ენის ფლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საზოგადოებაში ინტეგრაციისთის ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოთი მოსწავლეებს ქართულ ენას დაჩქარებულად შეასწავლიან.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთის’’ ფარგლებში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას გულისხმობს,  ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა. სახელმძღვანელო დონეების მიხედვითაა დაწერილი და თორმეტ დონეს მოიცვას. ამ ეტაპზე გამოცემულია სახელმძღვანელოს ოთხი დონე, წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს თორმეტივე დონე დაიბეჭდება.

ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნისა და მოსწავლის რვეულისგან შედგება, მას თან ახლავს აუდიო დისკიც, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებიცაა ჩატვირთული. ასევე შექმნილია მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევიც. სახელმძღვანელოები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  უფასოდ ურიგდებათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე