ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუკუნის სამრეწველო დიზაინერი, საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი იტალიელი ჯორჯეტო ჯუჯარო იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი  ზვიად ციკოლია.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და    ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს. სკოლას პატრონაჟს  მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის და პოპულარული მარკის ავტომობილების დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს, სასწავლებელში ლექციებს შესაბამისი სფეროს წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.

21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ახალი სკოლა  საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს  დიზაინის  შემდეგ მიმართულებებზე განახორციელებს - პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი.

ახალი სკოლა იქნება შესანიშნავი შანსი ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდნენ მაღალი რანგის პროფესიონალებად. აღნიშნული სკოლის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციური უნარები, რაც მათ დაეხმარებათ მომავალ კოლეგებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. სასწავლო პროგრამები სწორედ ამგვარ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ. აღნიშნული ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა და მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარება.  საქართველოს წამყვან სახელმწიფო  უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევს, საქართველოში ერთი მილიონი ლარი გადაეცემა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე