ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მსოფლიოს პირველმა დიზაინერმა სტუდენტებს მასტერ კლასი ჩაუტარა

მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა სამრეწველო დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯარომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. საუკუნის დიზაინერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო  წლიდან  კავკასიის რეგიონში პირველი საბაზრო მოთხოვნებზე გათვლილი დიზაინისა და არქიტექტურის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება. წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სტუდენტებს  ლექციებს  ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.

საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს  სკოლა დიზაინის  შემდეგ მიმართულებებზე განახორციელებს - პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკა იტალიაში გაირონ, ხოლო წარჩინებულებს იტალიაში მაგისტრატურის სწავლებას სახელმწიფო დაუფინანსებს.

სკოლას პატრონაჟს  თავად  ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს. სწორედ ჯუჯაროს შექმნილია ორმოცდაათზე მეტი ავტომობილის მოდელის დიზაინი, მათ შორის ისეთი მანქანების,  როგორიცაა "ფერარი" და "ლამბორჯინი". დიზაინერი სხვა სფეროებშიც მონაწილეობს. მას ეკუთნის "Nikon"-ის ფოპტოაპარატების, "Apple"-ის კომპიუტერების პროტოტიპები და და კალმის ”Marille” -ის დიზაინიც.

პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს მსოფლიოში ცნობილი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა შეუძლიათ. პროგრამის მიზანი მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარებაა. უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევს, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მილიონი ლარი გადაეცემა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე