ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. სტუმრებმა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი  მასწავლებლის სახლიც დაათვალიერეს.

შეხვედრაზე რუსი სტუმრები  თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდნენ და თითოეულ მათგანზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის   განსაკუთრებით საყურადღებო  ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების, სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობის კუთხით განახორციელა.

მინისტრთან შეხვედრა პროექტის ”ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ცნობილი რუსი ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში  საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს  საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან მართავენ.

პროექტის ბოლოს  სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრა და ერთობლივი ბლოგის შექმნა იგეგმება.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე