ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ესთეტიკური აღზრდის პედაგოგებისთვის საგამოცდო პროგრამები იქმნება

მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადების მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდნენ.

ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაში ხელოვნების დარგების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და პროგრამებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ. ანალოგიური კომისია უკვე მუშაობს სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამებზე.

გასულ წელს მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სპორტის მასწავლებლებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ  სხვა საგნების მსგავსად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ დისციპლინებშიც  კვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრები მუშაობდნენ.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და  საგამოცდოდ  მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების   მასწავლებლებიც მიიღებენ.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე