ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მეორე სასწავლო სემესტრის დაწყება და სწავლის განახლება კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა და რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა.  მინისტრი ასევე უფროსკლასელთა გაკვეთილს დაესწრო რომელიც ინტერაქტიული დაფის გამოყენებით ჩატარდა.

თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების ინფრასტრუქტურული ცვლილებები სკოლაში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ზამთრის არდადეგებზე გაგრძელდა. ზაფხულის პერიოდში რეაბილიტაცია  ჩაუტარდა სკოლის საერთო საცხოვრებელს, სადაც რაიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები ცხოვრობენ გარემონტდა და შეიღება  დერეფნები, ფლიგელები, დერეფნებში დაიგო  ახალი იატაკი,  გამოიცვალა ყველა კარები, გარემონტდა რამდენიმე საკლასო ოთახიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები  2012 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება, დასრულდება სკოლის შიდა და გარე პერიმერტრის მოწესრიგება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკონფერენციო დარბაზს და უკვე მომავალი წლიდან კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა საერთაშორისო დონის სასკოლო ღონისძიებებს უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სტატუსაღდგენილი კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები სწავლაში გამორჩეულად წარმატებულები არიან, ისინი  მაღალი ქულებით იმარჯვებენ სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, ყველა საგანში მაღალი შედეგები აქვთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც. უკვე მომავალი სასწავლო წლიდან ამ სკოლის მოსწავლეები შესაფერის განახლებულ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე