ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ინგლისში გაემგზვრნენ

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შვიდი მეთორმეტეკლასელი ორი კვირით ლონდონში გაემგზავრა, სადაც ისინი New College Nottingham-ში  სპეციალურად მათთვის შექმნილი პროგრამით ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. ეს შესაძლებლობა  მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით მიეცათ.

დიმიტრი შაშკინმა №202-ე სკოლა-პანსიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუმრობისას შეიტყო, რომ სკოლის შვიდივე მეთორმეტეკლასელი კარგად სწავლობს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას და სწავლის გაგრძელებას გეგმავს. აქედან გამომდინარე, მინისტრმა  გადაწყვეტილება მიიღო მათ  ოცნება აუსრულოს და ინგლისში ენის შემსწავლელ კურსებზე  გაგზავნოს.  

№202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეების ინგლისში გამგზავრება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, New College Nottingham-ში  ორი კვირის განმავლობაში ინგლისელი პედაგოგები მოსწავლეებს ისეთ პროგრამას შესთავაზებენ, რომ მოკლე პერიოდში მათ მაქსიმალური საჭირო ინფორმაცია მიიღონ. პროგრამის შედგენაზე სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სპეციალისტებმა იმუშავეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე