ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლები გადამზადებას ინგლისში გაივლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის პედაგოგები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.

21 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ქართველი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ინგლისში, ქალაქ ნოთინგჰემის  New College Nottingham-ში გაივლიან. თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ტრენინგებზე სულ 17 მასწავლებელი გაემგზავრა.

პედაგოგები მაკმილანის სახელმძღვანელოების შემოღებასთან დაკავშირებით, ახალი სტანდარტების დანერგვაში მოემზადებიან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი მიღებულ გამოცდილებას დანარჩენ კოლეგებს გაუზიარებენ.

ტრენინგებზე ასევე, საუბარი იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ინგლისური ენის თავისებურებებზე. ქართველ პედაგოგებს მაღალკვალიფიციური სპეციალიტები მოამზადებენ. მასწავლებლები ყოველი ლექციის შემდეგ პრეზენტაციებს გამართავენ და განვლილ მასალას შეაჯამებენ.

სასწავლო კურსის გარდა, ქართველი პედაგოგები ნოთინგჰემსა და ლონდონში სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე