ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ–ში სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ–ის სამეცნიერო–პოპულარული ორენოვანი ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, პარლამენტის წევრები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ბოლო წლებში გამოცემული პირველი სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალია, რომელიც პოპულარულ ენაზე გვიამბობს თსუ–ში მიმდინარე საერთაშორისო მნიშვნელობის  სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების კვლევებზე. 

ჟურნალის პირველ ნომერში საუბარია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი ტიპის მზის კონცენტრატორზე, რომელიც 2011 წელს, მსოფლიო ბანკის ფორუმებზე 750 საერთაშორისო პროექტიდან  საუკეთესო ორმოცდაათეულში და საუკეთესო ოცეულში შევიდა; საწარმოო ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების მეთოდებზე, რომელმაც დაინტერესება საერთაშორისო სამეცნიერო არენაზეც მოიპოვა; ქართველ მეცნიერთა წვლილზე ცერნის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის) კვლევებში;  ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე.

ჟურნალში მოთხრობილია, რომ „ვეფხისტყაოსანი“, როგორც სიუჟეტური წყარო, ჯერ კიდევ მე–17 საუკუნეში  ინგლისში, შექსპირის თეატრში გამოუყენებიათ; ასევე საუბარია ახალი არექოლოგიური აღმოჩენების შესახებ; მედიაციის პირველ გამოცდილებაზე საქართველოში; ეთნო–ტერორისტულ საფრთხეებზე; ასევე გაიგებთ პასუხს, თუ რატომ არ მოხდა  შიდსის ვირუსის ეპიდემიოლოგიური აფეთქება  და რა ტიპის შიდსის ვირუსია გავრცელებული საქართველოში;  გაეცნობით ეკონომიკური კვლევების სიახლეებს და ა.შ.

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ წელიწადში ორჯერ გამოვა და მასში საქართველოში, კერძოდ, თსუ–ში მიმდინარე იმ უახლესი სამეცნიერო კვლევების შესახებ იქნება საუბარი, რომელთაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, მიღებული აქვთ სამეცნიერო გრანტები, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, გაკეთებულია მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე