ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აჭარელ მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ”ხორუმი” მალტაშია

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ბათუმის ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ხორუმი“ რამდენიმე კვირის წინ მალტაში გაემგზავრა. მალტის უნივერსიტეტში ანსამბლის 70 წევრი, რომლებიც ბათუმის საჯარო სკოლების სხვადასხვა კლასების მოსწავლეები არიან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში ინგლისურ ენას გაძლიერებულად სწავლობენ.

მოსწავლეები ინგლისურ ენას სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამით დაჩქარებული მეთოდით სწავლობენ. ასევე ეცნობიან ქვეყნის ღირშესანიშნაობებს და ტრადიციებს. უცხოელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში. ანსაბლ „ხორუმის“ წევრების მალტაში ვიზიტის ორგანიზებაში სამინისტროს დახმარება მალტის საერთაშორისო კულტურის ასოციაციის წარმომადგენელმა კომპანიამ გაუწია.

საქართველოს პრეზიდენტი ცეკვის ანსაბლ ”ხორუმს”  2004 წლიდან  უწევს პატრონაჟს. 2004 წელს ანსაბლს არ ჰქონდა დარბაზი, ფორმები, დღეს  ანსაბლს საკუთრი სტუდია აქვს, ანსაბლის წევრების საცეკვაო კოსტიუმებზე აჭარის მთვრობა ზრუნავს, წელიწანდში სამჯერ  პატარა მოცეკვავეები საზღვარგარეთ მართავენ კონცერტებს.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე