ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი მოდელი წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიული კოლეჯის ”სპექტრი” ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი მოდელი წარუდგინა.

2012 წლიდან იცვლება პროფესიული კოლეჯების დაფინანსების სისტემა - კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების მოდელზე გადადიან, სახელმწიფო 1000 ლარიან ვაუჩერს იმ სტუდენტებს გადასცემს, რომლებიც სასწავლებლად აკრედიტებულ პროფესიულ კოლეჯებს აირჩევენ და სასურველ პროფესიას იქ დაეუფლებიან. ამ მიზნით სახელმწიფომ შვიდი მილიონი ლარი გამოყო.

ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

დაფინანსების ახალი სისტემა პირველ რიგში პროფესიული სასწავლებლების განვითარებას ემსახურება. თანაბარ პირობებში მყოფი პროფესიული კოლეჯები სტუდენტების მოზიდვის მიზნით, თვითგანვითარებაზე ხდებიან ორიენტირებულები, დიდი ყურადღება დაეთმობა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დანერგვას, სასწავლო პროგრამებს, ინფრასტრუქტურას, საწარმოო პრაქტიკების ორგანიზებას და დასაქმების პერსპექტივას.

პროფესიული სწავლების ხელშეწყობა და განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია - თანამედროვედ აღიჭურვა და განახლდა პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურა,   გადამზადდა პედაგოგები, ამოქმედდა ახალი სახელობო პროგრამები, შეიქმნა პროფესიული კოლეჯის მასწავლებლის სტანდარტი. დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა კი, გაზრდის კოლეჯებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მოზიდვასა და პროცესში ჩართვას.

პროფესიულ კოლეჯებში მიღებული განათლებით სტუდენტებს დასაქმების რეალური საშუალება ეძლევათ. სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად ქვეყნის მასშტაბით  საინფორმაციო ცენტრები შეიქმნა, სადაც დაინტერესებული პირები ყველა საჭირო ინფორმაციას იღებენ.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე