ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

 სხდომაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე უძღვებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება; უმაღლესებში ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის მზადება; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა; უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა;  სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი; სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა;  უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა;  საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა. 

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო სამომავლო გეგმებზე  ღია კარის ფორმატით მუშაობს, თითოეული გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობის გზით მიღწეული  შეთანხმების საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს წევრთა ყველა მნიშვნელოვანი წინადადებაა გათვალისწინებული. 

გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები შედიან. კომისია სამუშაო შეხვედრებს გააგრძელებს და საზოგადოებას იმ პრიორიტეტებს წარუდგენს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში  ეტაპობრივად განახორციელებს.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე