ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოში ამინდის კლიმატური კალენდარი შეიქმნა

ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს კლიმატური პირობების წინასწარ დადგენის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ცალკეული რაიონების ამინდის კლიმატური კალენდარი შექმნეს. სამეცნიერი კვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს დაფინანსებით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა. კვლევითი საქმიანობის  შედეგები სამეცნიერო ჯგუფმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებსა და საკითხით დაინეტერსებულ მკვლევარებს გააცნეს. 

მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს კლიმატის დღემდე არსებული 150-წლიანი ფაქტიური მასალები, როგორც გეოგრაფიული ასპექტების, ასევე გარემოზე ადამიანის გავლენის გათვალისწინებით და შექმნეს არსებული საუკუნოვანი მონაცემების ელექტრონული ბაზა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით დადგინდა საქართველოში ყოველდღიური საშუალო კლიმატური მახასიათებლები, როგორიცაა ტემპერატურა, ნალექიანობა, ტენიანობა. 

პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სამეცნიერო კვლევის შედეგად საქართველოში პირველად შეიქმნა კლიმატური კალენდარი და შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით ძირითადი ურბანული პუნქტების ნებისმიერი წლის ყოველი დღის ამინდის დადგენა.

კალენდრით შესაძლოა წარმატებით იხელმძღვანელონ ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო-საინჟინრო სფეროებში.   

ორწლიანი  სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ 100 000 ლარით დააფინანსა.

ზოგადად, მიმდინარე წელს სამეცნიერო საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს თანხა საგრანტო კონკურსებით გზით, 2000-მდე ქართველი მეცნიერის კვლევით პროექტებს მოხმარდება.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე