ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე  თბილისის სკოლების  100-მდე მანდატურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის მანდატურთა საქმიანობა.

სემინარის ფარგლებში გიორგი ჩახნაშვილმა მანდატურებს პირადად გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და  სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ სიახლეებს ეთმობა.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 1500 მანდატური ასრულებს თავის მოვალეობას. 2012 წლიდან მანდატურის სამსახური გაფართოვდება და 1 მარტიდან დამატებით 24   რაიონში (წყალტუბო, სამტრედია, გურჯაანი, ქარელი, ოზურგეთი, ახალციხე, დუშეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ზესტაფონი, წალენჯიხა, სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ყვარელი, ჩოხატაური, ქობულეთი, კასპი, დედოფლისწყარო, მცხეთა, ჭიათურა, ხაშური, მარტვილი, თელავი) ამოქმედდება, საქართველოს საჯარო სკოლებში 150 ახალი მანდატური  პირველად შეუდგება საქმიანობას. ასევე წელს, ქართული მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება.

Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე