ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალი პროექტი ტრეფიკინგის პრევენციასთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიის ურთიერთთანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (SDC) და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ორგანიზებით,  პროექტი „განათლების დახმარებით ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ იწყება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მას-მედიის წარმომადგენლებთან პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა   განათლებისა და მეცნირების მინისტრის    მოადგილემ ირინე ქურდაძემ, SDC სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა რუდულფ სკოჩმა, IOM მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარინა მესხმა და ადამიანების ტრეფიკინგის პრევენციული ზომების განხორციელების უწყებათაშორისი კოორდინაციის საბჭოს წევრმა ქეთევან ხუციშვილმა მიიღეს.

პროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სხვა სამთავრობო ორგანოებს, ასევე პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის  საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ტრეფიკინგის პრევენციის და უსაფრთხო მიგრაციის დამხმარე მასალების შეტანის თაობაზე, თანამშრომლობის გაძლიერება.

პროექტი  ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციაზე საქართველოს ყველა მოზარდისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება  მოსწავლეების ინფორმირება  როგორ დააღწიონ თავი ტრეფიკინგის ხაფანგებს და როგორ გამოავლინონ მიგრაციის უსაფრთხო გზები.

აღნიშნული პროექტი ეხმიანება 2011-2012 წლების ადამიანების ტრეფიკინგის პრევენციის სამოქმედო გეგმას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ, 2011 წლის მარტში იქნა დამტკიცებული.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე