ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯში ”იკაროსი” დამსაქმებელთა ფორუმი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე ირინე ქურდაძე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსისა” და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დამსაქმებელთა ფორუმს დაესწრო, რომელშიც კერძო ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კოლეჯის ბიზნეს პარტნიორები მონაწილეობდნენ. 

ფორუმზე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსი” ფაკულტეტებისა  და პროფესიული განათლების სტრატეგიის პრეზენტაცია  წარმოდგინეს. ასევე კოლეჯის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ის  გეგმები გააცნეს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული სწავლების განვითარების მიზნით, სამომავლოდ შეიმუშავეს.

დამსაქმებელთა ფორუმში 50-მდე ცნობილი და წარმატებული კომპანიების, ტურისტული სააგენტოების, რესტორნებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანალოგიური ღონისძიებები ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან, კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების მოდელზე გადადიან და სტუდენტების მოზიდვის მიზნით, ისინი დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიების სწავლებასა და დამსაქმებელთა დაინტერესებაზე არიან ორიენტირებულები.

პროფესიულ კოლეჯში ,,იკაროსი’’  600-მდე პროფესიული სტუდენტი  ტურიზმისა და მომსახურების სფეროში სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. ამ პროფესიებზე დიდია მოთხოვნა და შესაბამისად, კოლეჯის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ. ამაზე ის ფაქტიც მეტყევლებს, რომ კოლეჯის საქმიანობითა და მომზადებული კადრებით ფორუმში მონაწილე  ბიზნეს სექტორის ბევრი წარმომადგენელი დაინტერესდა, მათ კოლეჯთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც უკვე დაადასტურეს.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე