ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო იუნესკოში განათლების საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყანად მეორედ აირჩიეს

საქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს  მმართველი საბჭოს ვიცე პრეზიდენტ ქვეყნად მეორე ვადით აირჩიეს. ეს არის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების პირდაპირი აღიარება ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც იუნესკოა. ამასვე ადასტურებს სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია ”გელაპის” მიერ ჩატარებული ბოლო კვლევები, რომელმაც  აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% მხარს უჭერს და ენდობა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  ბრიფინგი გამართა. ღონისძიებას საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი დაესწრო.

იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს აქტივობებში მნიშვნელოვანი როლის შესრულების, კონსტრუქციული, წარმატებული მოღვაწეობისა და საკუთარ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების გამო, იუნეკოს განათლების  საბჭომ ახალი ვადით (2012-2013), ხმათა უმრავლესობით, საქართველო კვლავ ვიცე პრეზიდენტ, ხოლო ნორვეგია პრეზიდენტ ქვეყანად აირჩია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განვლილი და მიმდინარე წლების ანალოგიურად,  კვლავ გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობას იუნესკოს განათლების ბიუროს ეგიდით გამართულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში. სამინისტრო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საბჭოს სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც გლობალურ შედეგებზეა ორიენტირებული და მსოფლიოს მასშტაბით  განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.

Video



ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე