ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუდენტთა მობილობის პროცედურა დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტთა მობილობის პროცედურა გამარტივდა და 2012 წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადა 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა.

ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის მსურველმა სტუდენტებმა თავიანთი არჩევანი ელექტრონულ პორტალზე  უნდა დააფიქსირონ, რომელიც 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.eqe.ge -  ამოქმედდება.

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტექნიკურად დახვეწა ელექტრონული პორტალის მუშაობა, გაამარტივა რეგისტრაციის პროცესი და შედეგად, 2012 წლის მობილობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირადი თერთმეტნიშნა ნომრით, რომლის საშუალებითაც სტუდენტი მომხმარებლის სახელსა და პაროლს დააფიქსირებს, შექმნის შესაბამის პროფილს. არჩევანის რეგისტრაციისათვის მას შეუძლია სასურველი ფაკულტეტები/პროგრამები მონიშნოს.

მობილობის მსურველს უფლება აქვს, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მაქსიმუმ 5 ფაკულტეტი ან პროგრამა აირჩიოს. შეცდომის დაშვების შემთხვევაში, არჩევანის შესაცვლელად აღარ იქნება საჭირო გაუქმების კოდი. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლებათ შეცვალონ ფაკულტეტები ან პროგრამები.

მობილობის მსურველ სტუდენტს, სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი  მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში.

მობილობის შესახებ სრული ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდი - www.eqe.ge.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე