ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროსა და ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა და კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” მმართველმა ანა თაქთაქიშვილმა თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ითვალისწინებს რა, სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს საჯარო სკოლებისათვის  ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდება, ასევე, აწარმოოს მონიტორინგი საჯარო სკოლებში გათბობის სისტემის ტექნიკურ გამართულობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპანიას სკოლების სრულ ჩამონათვალს მიაწვდის და კოორდინაციას გაუწევს ”ყაზტრანსგაზ-თბილისსა” და საჯარო სკოლებს შორის შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების წარმართვას.

სკოლების სრული რეაბილიტაცია, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საჯარო სკოლებში თანამედროვე გათბობის სისტემების მოწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს საქართველოს ყველა სკოლა თბება, სიცივის გამო სასწავლო პროცესი არსად ფერხდება.

კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისთან” გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთი გარანტიაა იმისა, რომ მკაცრი ზამთარის მიუხედავად, თბილისის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, თბილ გარემოში გააგრძელებენ.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე