ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლები მოინახულა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიდთოვლობასთან დაკავშირებული  პრობლემების გასაცნობად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლები მოინახულა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სკოლაში დიდთოვლობის  რამდენიმე დღით  სასწავლო პროცესი შეწყდა, დღეისათვის უმრავლეს სკოლაში სწავლა განახლებულია.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გათბობის სიტემა გამართულად მუშაობს და სიცივის გამო სწავლის პროცესი არსად არ შეჩერებულა.

,,ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობაა. მოსწავლეს,  სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და  კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს,,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე