ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თსუ-ში ზოოლოგიის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დღეს, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განახლებული მუზეუმი მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერეს.

ზოოლოგიის მუზეუმში სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ხუთი ათასზე მეტი განახლებული ექსპონატია წარმოდგენილი, რომელიც ახალ ვიტრინებშია განთავსებული. გამოფენილ ნიმუშებს რესტავრაცია 1945 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა.

ამიერიდან, სხვა დამთვალიერებლებთან ერთად, განახლებულ მუზეუმში დაცულ ექსპონატებს სკოლის მოსწავლეებიც გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ აქ საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილებიც ჩაუტარდებათ. მუზეუმის თანამშრომლები, საგანგებოდ მოზარდებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს შემეცნებით ექსკურსიებს შესთავაზებენ და ამით ხელს შეუწყობენ მათი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოოლოგიის ფონდი 1921 წელს შეიქმნა. 1945 წელს კი, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის თაოსნობით, ფონდის ბაზაზე ზოოლოგიის მუზეუმი დაარსდა. მუზეუმი ერთ-ერთი უმდიდრესია სამხრეთ კავკასიაში. გამოფენილი უნიკალური მასალა საინტერესოა არა მხოლოდ დამთვალიერებლებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისთვისაც.


Video

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე