ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით  გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა. მიმდინარე წელსაც  რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( www.tpdc.ge).

კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა 2012 წლის აპრილში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვებიან პირები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით,  შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე