ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

თანამშრომლობის მემორანდუმი 34 სკოლასთან

”კავკასიის უნივერსიტეტმა” 34 საჯარო და კერძო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სკოლის პედაგოგთა სასერტიფიკატო კურსების (უცხო ენებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში) ორგანიზებას და დაეხმარება სკოლებს ვებგვერდების შექმნასა თუ სრულყოფაში. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობა ასევე მოიცავს სკოლის მოსწავლეებისათვის ლექცია-სემინარების, მასტერკლასების, კონფერენციებისა და ოლიმპიადების გამართვას, სხვადასხვა ტიპის კლუბების ჩამოყალიბებას, კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრანტების მიერ მოსწავლეებისათვის ”სამართლის პრაქტიკული კურსის” სწავლებას, ”იმიტირებული სასამართლო პროცესების” მომზადებას, ერთობლივი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას, ”საზაფხულო სკოლებში” მოსწავლეთა ჩართულობას, სასკოლო და საუნივერსიტეტო თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობას და ა.შ.

”კავკასიის უნივერსიტეტი” 2005 წელს, ”კავკასიის ბიზნესის სკოლის” ბაზაზე დაფუძნდა. ”ბიზნესის სკოლის” გარდა, ის ამჟამად კიდევ ექვს - სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ტურიზმის სკოლებს  აერთიანებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე