ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლებმა ტრენინგი დიდ ბრიტანეთში გაიარეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ინგლისური ენის მასწავლებლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ინგლისში გაიარეს. 

ორი კვირის განმავლობაში მასწავლებლებთან თითოეული მიმართულების მიხედვით სხვადასხვა პედაგოგი მუშაობდა. მასწავლებლები გადამზადებას გადიოდნენ ენის სწავლების მეთოდებში, გრამატიკასა და წარმოთქმაში, სხვადასხვა სირთულის ტესტებზე მუშაობასა და დიალოგების წარმართვაში. თითოეული ლექციის შემდეგ კი, ისინი აღნიშნულ საკითხებზე პრეზენტაციებს  აწყობდნენ.

საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ინგლისში, ქალაქ ნოთინგჰემში სულ ინგლისური ენის 19 მასწავლებელი გაემგზავრა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს ისინი New College Nottingham-ში გადიოდნენ. თითოეულმა მათგანმა ტრენინგის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო.

მასწავლებლები, რომლებმაც გადამზადება ინგლისში გაიარეს ტრენინგებს თბილისში ჩაატარებენ და საკუთარ გამოცდილებას დანარჩენ კოლეგებს გაუზიარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი New College Nottingham-თან უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. მასწავლებლების შერჩევა ტრენინგებზე აქტიურობისა და საგაკვეთილო პროცესში მიღწეული წარმატებების მიხედვით ხდება. მათი გაგზავნა დიდ ბრიტანეთში მომავალშიც განხორციელდება.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე