ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

50 წარმატებულ მანდატურს სერთიფიკატი გადაეცა

თბილისის  50  მანდატურს,  რომლებმაც  წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადაეცათ. 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების კურსები  შსს აკადემიაში გაიარეს.  გადამზადება   შემდეგ კურსებზე მიმდინარეობდა:

  • ფსიქოლოგიური ასპექტები;
  • სამართალდარღვევებზე რეაგირების წესები;
  •  პროფესიული ეთიკა და აკადემიური წერა;
  •  ინგლისური ენა და კომპიუტერული პროგრამირება.

ეს კურსები მანდატურებს დაეხმარებათ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.

ჩატარებული კვლევებისა და სტატისტკური მონაცემების მიხედვით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი),  მანდატურის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ სკოლებში გაუმჯობესდა სასწავლო გარემო და შემცირდა ძალადობის ფაქტები, კერძოდ:

  • 95%-ით შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
  • 80%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები;
  • 95%-ით აღმოიფხვრა მოსწავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვის ფაქტები;
  • 95%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები;
  • 95%-ით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;. პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები

2010 წელს საჯარო სკოლებში სკოლის მანდატურის ინსტიტუტის იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, ისინი  მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე