ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს.  გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია.

წელს პირველად, სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლობლობა მიეცათ სასერტიფიკაციო გამოცდა არა მხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის საგნობრივ საგამოცდო პროგრამების მომზადებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად ხელოვნებისა და სპორტის დარგების წარმომადგენლებმა იმუშავეს. 2012 წელს პირველად, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტალურ ნაწილში გამოცდას ჩააბარებენ  საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებიც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასასვლელად  ერთწლიანი  სტაჟი სავალდებულო აღარ არის. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი აქვს.
სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის  (www.naec.ge; www.online.naec.ge) ვებ-გვერდზე ელექტრონულად, Online რეჟიმში უნდა გაიარონ. შემდეგ ეტაპზე, მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულ რეგისტრაციაში მითითებულ რესურს-ცენტრში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც მასწავლებლების საბოლოო დარეგისტრირება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხდება.

პედაგოგთა სერტიფიცირება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგს საშუალებას აძლევს დაადასტუროს, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფლობს. სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი  ხელფასზე 75 ლარია. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი. საუკეთესო  25% -ში მოხვედრილი პედაგოგის ხელფასი 1000 ლარი გახდება. მენტორ-მასწავლებელი 180 ლარიან დანამატს მიიღებს. ხოლო პედაგოგებს, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, მათ ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მენტორ მასწავლებლად იმუშაონ და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.

სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა მომზადების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულია სერტიფიცირებისთვის საჭირო ლიტერატურა, რომელიც ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. სისტემატიურად იმართება საინფორმაციო შეხვედრებიც, სადაც პედაგოგთა მოსაზრებების შესწავლა ხდება. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მოსამზადებლად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ყველა რეგიონში  ტრენინგები  ტარდება როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე საგნობრივ ნაწილში.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები  2014 წლამდე ნებაყოფლობითია. ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, პედაგოგს საშუალებას ეძლევა განმეორებით  გამოცდაზე  რამდენჯერმე გავიდეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე