ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა IRI-ის ოფისში შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სათაო ოფისში  გამართა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.  განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოს  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე,   მათ შორის პროგრამებზე -  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” და ”კომპიუტერი პირველკლასელებისთვის”.

IRI-ის ხელმძღვანელმა სტივ ნიკსმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და აღნიშნა, რომ ის რაც გაკეთდა, საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე